მიმდინარე წლის 25-26 თებერვალს, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის წამყვანი კვლევითი ცენტრების ორგანიზებით ჩატარდა VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სასწავლო უნივერსიტეტი მილენიუმის პროფესორმა,  თეორიული მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ფარმაცევტულ და ფარმაკოლოგიურ მეცნიერებებში ნოდარ სულაშვილმა და სასწავლო უნივერსიტეტი მილენიუმის მოწვეულმა აკადემიურმა პერსონალმა – რამაზ ყურაშვილმა და თამარ ოქროპირიძემ, რომლებმაც საკმაოდ საინტერესო და აქტუალური ნაშრომები წარადგინეს.

გამოქვეყნდა საკონფერენციო ნაშრომების კრებული, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://drive.google.com/…/1kGCH…/view

სასწავლო უნივერსიტეტი მილენიუმი მადლობას უხდის დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის კვლევით ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის და მომავალშიც მათთან არაერთ მნიშვნელოვან სამეცნიერო-კვლევით აქტივობას გეგმავს.