2021  წლის 19 მაისს

უმაღლესი სასწავლებელი  მილენიუმი“ მართავს სტუდენტურ კონფერენციას

გლობალიზაცია და განათლება კრიზისულ გარემოში


კონფერენციის ენა: ქართული, ინგლისური, რუსული.


 კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველო, თბილისი, ქსნის ქ.35. უმაღლესი სასწავლებელი  მილენიუმი.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებით:

§  ბიზნესი და ეკონომიკა

§  სამართალი

§  ტურიზმი

§  საერთშორისო ურთიერთობები

კონფერენციის ვადები:

§  საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2021 წლის 15 მაისი

§  კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2021 წლის 19 მაისი

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:

მონაწილეთა რეგისტრაცია ხდება:

ინდივიდუალურად

ჯგუფურადარაუმეტეს 2 სტუდენტისა.

ნაშრომის ტექნიკური მახასიათებლები:

·         საკონფერენციო ნაშრომის ტექსტი უნდა იყოს დაბეჭდილი შრიფტით Sylfaen (ქართ.) და Times New Roman (ლათ.);

·         ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 12;

·         სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა – 10;

·         სტრიქონებს შორის მანძილი – 1.0;

·         გვერდის ველების ზომებისტანდარტული;

·         ნაშრომისთვის გამოყენებული წყაროები უნდა იყოს ციტირებული ;

·         ნაშრომში მითითებული უნდა იყოს სარჩევი;

·         ნაშრომი უნდა გადმოიგზავნოს PDF ფორმატში;

·         ნაშრომის გარეკანზე მითითებული უნდა იყოს თემის ხელმძღვანელი ლექტორი;

·         ნაშრომის შეფასებისას, გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

ü  ტექსტის შესაბამისობა სათაურთან;

ü  შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა;

ü  გამოყენებული წყაროების, მათ შორის, უცხოენოვანი ლიტერატურის, მრავალფეროვნება;

ü  საკუთარი აზრი;

ü  ციტირების ტექნიკა;

საბოლოოდ ნაშრომების წარმოდგენა აუცილებელია პრეზენტაციის სახით.

ნაშრომები განთავსდება მილენიუმის სასწავლო უნივერსიტეტის  ვებგვერდზე. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.

საკონფერენციო ნაშრომები მიიღება ელფოსტაზე: siradze.tamar2001@gmail.com

                                                                              studentconference@millennium.edu.ge

 

გისურვებთ წარმატებებს!