ნატოს დაარსების 72-ე კვირეულთან დაკავშირებით, მილენიუმის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით ცხადდება ესეების კონკურსი თემაზე:

“საქართველო და ნატო – გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესისა და ხელშესახები პოზიტიური შედეგების შესახებ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოამზადონ ესე, საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობის, უპირატესობისა და ჩვენი ქვეყნის განვითარების კუთხით, ნატოში ინტეგრაციის დადებითი ზეგავლენის შესახებ სხვადასხვა მიმართულებით.
კონკურსის მიზნებისთვის შექმნილია ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მილენიუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი. ჟიური კონკურსიდან ერთი კვირის ვადაში გამოავლენს საუკეთესო ესეს და შესაბამისად გამარჯვებულებს.
საუკეთესო ესეს ავტორებს გადაეცემათ მილენიუმის უნივერსიტეტის სიგელები, აგრეთვე:
გამარჯვებული დაჯილდოვდება უმაღლესი სასწავლებელი მილენიუმის სპეციალური პრიზით;
მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა იურისტთა უმაღლესი სკოლის სპეციალური პრიზი;
მესამე ადგილოსანს დააჯილდოვებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,განათლება თავისუფლებისთვის“ ამავე ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული კურსის ვაუჩერით;
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც უნდა გამოაგზავნონ ნამუშევრები შემდეგი ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით:
ნაშრომის მოცულობა უნდა შეადგენდეს 2000 სიტყვას;
( Sylfaen) შრიფტის ზომა 11, სტრიქონებს შორის დაშორება 1.15;
ნაშრომი უნდა იყოს თემატიკის ადეკვატური და სტილისტურად გამართული;
ნაშრომის ბოლოს, წყაროების გამოყენების შემთხვევაში მიუთითეთ გამოყენებული ლიტერატურა;
ესეს თან უნდა ერთვოდეს თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება კონკურსანტის პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია,სკოლა).
გამარჯვებული ნაშრომები გამოქვეყნდება მილენიუმის უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე.
გთხოვთ, ნაშრომები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: millenniumuniversity.edu@gmail.com
ესეს მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 აპრილი.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 558 61 89 91
გისურვებთ წარმატებებს