დეკანის მიმართვა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უმაღლეს სასწავლებელ მილენიუმის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტზე, ეს სწორედ ის ადგილია სადაც თქვენ
თანამედროვე ევროპულ სივრცეში, უცხოელ სტუდენტთა გარემოცვაში, მათთან თანაბარ პირობებში, შეძლებთ ხარისხიანი განათლების მიღებას. ჩვენი ფაკულტეტი დაკომპლექტებულია კვალიფიციური და ფართო სოფმხედველობის მქონე კადრებით და ამიტომ ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ რომ ჩვენთან გატარებული
პერიოდი იქნება „რეალურ სამყაროში“ აქტიურად ჩასართველად გადადგმული თქვენი დიდი ნაბიჯი. საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც მუდმივად ავითარებს ბიზნესისა და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტი, ეფუძვნება გლობალურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში საუკეთესო მიღწევებს, რაც მოგამზადებთ თქვენი პროფესიისათვის, შეგძენს საკვანძო ცოდნას და დაგეხმარებათ საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში.
ფაკულტეტის თითოეული წარმომადგენელი ყოველდღიურად ზრუნავს თქვენზე, სტუდენტებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაზე. თქვენი ინტერესების დაცვა ჩვენი უპირველესი მიზანია. ჩვენი სიამაყე სამოქალაქო საზოგადოებაში ჩართული ჩვენი მოსწავლეებია. ფაკულტეტმა წარმატებით გაართვა თავი გლობალურ გამოწვევებს და მას უკვე შექმნილი აქვს ელექტრონული სალექციო კურსები, მათთვის საჭირო სასწავლო რესურსები, რომლებიც წარმატებულადაა ინტეგრირებული ჩვენს სასწავლო პროცესში. იგი ასევე ფართო საზოგადოებას სთავაზობს ტრენინგ-კურსებს, რაც ხელს უწყობს უწყვეტი
განათლების პოპულარიზაციას ჩვენს საზოგადოებაში. ბიზნესისა და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტი ინტერნაციონალიზაციის მიზნით უწყვეტ რეჟიმში თანამშრომლობს უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობის ხელშესაწყობად, ავითარებს საგანმანათლებლო პროგრამებს და აქტიურადაა ჩართული ევროპის სივრცეში მომქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ცოდნის გაზიარების პროცესში. მე, ფაკულტეტის დეკანი და ჩემი გუნდი მზად ვართ თქვენთან ერთად გავიაროთ პროფესიონალად ჩამოსაყალიბებელი გზა რომელიც დანამდვილებით შემიძლია
დაგარწმუნოთ რომ სავსე იქნება გამოწვევებით, სასიამოვნო მიღწევებითა და დამსახურებული მწვერვალებით!

ბიზნესისა და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი
თეონა მაისურაძე