მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს, სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმში ონლაინ პლატფორმის დახმარებით, ჩატარდა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ყველა აკრედიტებული უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ტურიზმის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებმა.
სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იყო ძალზე საინტერესო პრეზენტაციები:
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების ჭრილში;
კლიმატური მდგრადობა და ეკომშვიდობა;
„პერსონალური მონაცემების დაცვის პრობლემები სამოქალაქო სამართალში და კოვიდ-19“;
ადრეულ ასაკში ქორწინება და არასრულწლოვანთა უფლებები (გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები);
„დანაშაულის პროვოკატორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის პრობლემური ასპექტები სსკ-ის 145-ე მუხლის ფარგლებში“;
,,პირის დაზარალებულად ცნობა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება“;
საქართველოს სახელმწიფო ვალის მართვის პოლიტიკა;
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები სომხეთში, მიზეზები და მასზე მოქმედი მთავარი ფაქტორები;
KGB-ს „აქტიური ღონისძიებების“ აჩრდილი თანამედროვე რუსულ დეზინფომაციაში: ოპერაცია ინფექციისა და ლუგარის ლაბორატორიის შედარებითი ანალიზის საფუძველზე;
აგრესიული სეპარატიზმის მიმართება ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპთან საქართველოს მაგალითზე;
ბავშვთა უფლებები სისხლის სამართალში და საერთაშორისო სტანდარტები;
სამედიცინო დაწესებულებათა მიერ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა დამუშავება;
ადამიანის სხეულის ორგანო, სამოქალაქო ბრუნვის თუ დაცვის ობიექტი;
საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობისა და პროგრამების პრაქტიკული შედეგები 2014 წლიდან დღემდე;
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა სისხლის სამართლის პროცესში;
„ლობიზმის გამოყენება საქართველოს იმიჯისთვის“;
სისხლის სამართლის საგარანტიო ფუნქცია, კერძოდ, კანონის უკუძალისა და ანალოგიის აკრძალვა;
ჰიბრიდული ომი და ეროვნული უსაფრთხოება (რუსეთი, საქართველო, უკრაინა);
ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას პერსონალური მონაცემების დაცვა;
მძიმე შრომა არაპროპორციული ანაზღაურებით-სუპერმარკეტის ქსელებში დასაქმებულთა სამართლებრივი მდგომარეობა;
სუიციდი-”ფარული ეპიდემია”;
რუსეთ უკრაინის კონფლიქტური ურთიერთობები, 2014 წლის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის კონტექსტში;
ნაღდი ფული თუ უნაღდო ანგარიშსწორება ?!
ქალთა მიმართ ძალადობა და სოციალური მედიის როლი მათ დასახმარებლად;
ეკლესია- სახელმწიფო ინსტიტუტი თუ მორწმუნეთა კრებული ქართული სამართლის მემკვიდრეობაში;
არასრულწლოვნის უფლებები სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში;
საარჩევნო ბარიერის მნიშვნელობა საარჩევნო სისტემებში;
„არაძალადობრივი სამოქალაქო წინააღმდეგობა კოვიდ პანდემიის ფონზე“;
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და დღევანდელი რეალობა;
საქართველოში არსებული სამართლის ტიპის კვლევა საზოგადოებრივი აზრის მიხედვით.
კონფერენციას უძღვებოდა სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ეკა ლაფაჩი.
კონფერენციის კომისიის შემადგენლობაში იყვნენ, სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, მათ შორის, სასწავლო პროცესების მართვის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ლობჟანიძე, მონიტორინგის სამსახურის უფროსი ქალბატონი ნატო ზაქარეიშვილი და კარიერული განვითარების, ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქალბატონი ნინო გულუა.
კონფერენციას ესწრებოდნენ სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის ასოცირებული პროფესორები ბატონი გივი დუჩიძე და ლევან ლაზვიაშვილი. კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

საკონფერენციო მასალები