როგორც უკვე გაცნობეთ სასწავლო უნივერსიტეტი მილენიუმი მიმდინარე წლის 04 ოქტომბრიდან იწყებს 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 სექტემბრის 481 დადგენილებით  შევიდა ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“შესაბამისად:

შერეული რეჟიმით (პრაქტიკულ/ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციური რეჟიმით, ლექცია – დისტანციური რეჟიმით) სწავლება განხორციელდება:

სტომატოლოგიის (ქართულენოვან) პროგრამაზე;

სტომატოლოგიის (ინგლისურენოვან) პროგრამაზე;

ზემოთხსენებული დადგენილებით განისაზღვრა, რომ სტუდენტი და პერსონალი არადისტანციური რეჟიმით სწავლებაზე დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა)  სრულად ვაქცინირებულია;

ბ) უზრუნველყოფს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ;

გ) ახალი კორონავირუსის (COVID-10) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი;

 

დისტანციურ რეჟიმში სწავლება განხორციელდება:

ბიზნესის ადმინისტრირების (ინგლისურენოვანი);

ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი);

ბიზნესის ადმინისტრირების (რუსულენოვანი);

საერთაშორისო ურთიერთობები,

ტურიზმი,

მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა,

სამართალი.

 

 

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს.