მოგახსენებთ, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“, ინტელექტუალური საკუთრებით დაინტერესებულ ჩვენი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ქართულ ენაზე გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დისტანციური სწავლების ზოგადი კურსი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ – DL-101GE. გაცნობებთ, რომ აღნიშნული კურსი არის სრულიად უფასო, საქპატენტის მიერ დამუშავებულია ქართული კანონმდებლობის შესაბამისად და ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე. კურსის ფარგლებში, სტუდენტები მიიღებენ ცოდნას ინტელექტუალური საკუთრების შემდეგ ძირითად მიმართულებებში: საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები, დიზაინი, პატენტები და ახალი ჯიშები, ინტელექტუალური საკუთრება და განვითარება, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სერტიფიკატები, რომელთა საფუძველზეც მათ მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ WIPO-ს აკადემიის სხვა მაღალი საფეხურის კურსები ინტელექტუალური საკუთრების ცალკეულ დარგებში. კურსზე რეგისტრაციისა და კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქპატენტის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.sakpatenti.gov.ge (განყოფილება: სასწავლო ცენტრი, საკონტაქტო პირი: ნინო ნაცვლიშვილი, ტელ: 599 484 155). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კურსზე რეგისტრაცია სრულდება 2021 წლის 14 ოქტომბერს. გისურვებთ წარმატებებს .