სასწავლო უნივერსიტეტი “მილენიუმი”, სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აცხადებს 2022 წლის შიდა საგრანტო კონკურსს.

შიდა საგრანტო კონკურსის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დასაფინანსებლად უნივერსიტეტი იწვევს აფილირებულ, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს კვლევითი პროექტების წარსადგენად.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინოს კვლევითი პროექტები, რომლებიც თანხვედრაში უნდა იყოს უნივერსიტეტის მისიასთან და ძირითად სტრატეგიულ მიზნებთან. ასევე, ითვალისწინებდეს კონკურსის პირობებსა და მოთხოვნებს. კვლევითი იდეების/პროექტების წარსადგენად კანდიდატებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის სპეციალური ფორმა (განაცხადს თან ერთვის).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შპს. სასწავლო უნივერსიტეტი მილენიუმის აფილირებულ, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს. კვლევითი პროექტი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ცალკეული პერსონალის მიერ, ან ავტორთა ჯგუფის მიერ. ჯგუფის შემთხვევაში, აუცილებელია მთავარი ავტორის და პარტნიორების/წევრების იდენტიფიცირება.
წარმოდგენილი საპროექტო წინადადება მომზადებული უნდა იყოს ქართულ ენაზე უშუალოდ ავტორის/ავტორთა ჯგუფის მიერ. პლაგიატის შემთხვევაში, კანდიდატი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

კონკურსანტის მიერ საგრანტო განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციითურთ უნდა გამოიგზავნოს უნივერსიტეტში ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: info@millennium.edu.ge. ელექტრონული წერილის საინფორმაციო ველში.

აუცილებელია მიეთითოს კონკურსის დასახელება- 2022 წლის შიდა საგრანტო კონკურსი. საგრანტო განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
აპლიკაციის შევსებულ და ხელმოწერილ ფორმას;
პროექტში ჩართული პირების CV-ები;
პროექტის აქტივობების და განხორციელების გრაფიკის შევსებული ფორმა;
ბიუჯეტის შევსებული ფორმა;
სხვა დოკუმენტაცია, დამატებითი მოთხოვნის შესაბამისად.

საგრანტო პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 16 მაისი, 18:00 სთ. პროექტების დაწყების სავარაუდო თარიღია 2022 წლის 1 ივლისი.

აქტივობის პერიოდი:
კონკურსის გამოცხადება 7 აპრილი, 2022 წ.
დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხების გაცემა 11-18 აპრილი, 2022 წ.
პროექტების წარდგენის ბოლო ვადა 16 მაისი, 2022 წ.
პროექტების შეფასება 17 მაისი-20ივნისი, 2022 წ.
გამარჯვებულების დასახელება 21 ივნისი, 2022 წ.
კონტრაქტების გაფორმება 22-27 ივნისი 2022
პროექტების დაწყების სავარაუდო თარიღი 1 ივლისი 2022 წ.
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმულები:

https://drive.google.com/…/1GkLHAdUSQyaQpHXLx71…/view…
https://docs.google.com/…/1Uhr9jUR0BJvHemh…/edit…
https://docs.google.com/…/14Y965KWqbT-GT7DUIp…/edit…
https://docs.google.com/…/1kViYFeofD739P…/edit..