გაცნობებთ,  რომ ერთმანეთს შეერწყა  ორი ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება: შპს უმაღლესი სასწავლებელი მილენიუმი და შპს ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტი.  შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა შპს უმაღლესი სასწავლებელი მილენიუმი.   

რეორგანიზაციის შედეგად     შპს უმაღლესი სასწავლებელი მილენიუმის ავტორიზაციის ვადა გახანგრძლივდა ერთი წლით და ამ პერიოდში სასწავლებელი განახორციელებს   სასწავლო პროცესს   შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  1. ბიზნესის ადმინისტრირება
  2. ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)
  3. ბიზნესის ადმინისტრირება (რუსულენოვანი)
  4. ჟურნალისტიკა
  5. საერთაშორისო ურთიერთობები
  6. ტურიზმი
  7. ფარმაცია (ინგლისურენოვანი)
  8. დიპლომირებული სტომატოლოგი
  9. დიპლომირებული სტომატოლოგი (ინგლისურენოვანი)
  10. ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია (ინგლისურენოვანი)

შპს უმაღლესი სასწავლებელ მილენიუმში მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველზე ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამსახურში მისაღებად გამოცხადდება ღია კონკურსი, რომლის მიზანია ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევა.  კონკურსის ვადებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია   ღიად  და  საჯაროდ  განთავსდება დაწესებულების ვებ-გვერდზე და საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებად პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში.