ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
რატომ გამოვირჩევით?

  • ჩვენ შევარჩიეთ ფაკულტეტის სტრუქტურული ორგანიზაციის ყველაზე ეფექტიანი ფორმა.
  • ჩვენ არ გამოვყავით სკოლებად ცალკეული მიმართულებები და ამით თითოეული მათგანი ერთნაირად პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი გავხადეთ, გავამარტივეთ უფლებამოსილებათა იერარქია მთელ ფაკულტეტზე, რითაც ხელი შევუწყვეთ სტუდენტთა მოთხოვნებზე დროულ რეაგირებასა და მათთან ნაყოფიერ მუშაობას.
  • ფაკულტეტზე ყველა საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავებულია იმ რეალობის გათვალისწინებით, თუ როგორი განათლების მიღება სურთ ახალგაზრდებს, როგორია მათი მოთხოვნა კონკრეტულ პროფესიებთან მიმართებით.
  • აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და გარეშეფასების პროცესში მონაწილეობას იღებენ ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან საქმიან ურთიერთობას ეხება.
  • ჩვენს უმაღლეს სასწავლებელში უზრუნველყოფილია ქართული ენის სწავლება უცხოელი სტუდენტებისათვის, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას გააგრძელონ სწავლა ჩვენს ფაკულტეტზე სხვადასხვა მიმართულებით.
    ფაკულტეტზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პრაქტიკის კომპონენტს, იმიტირებული სასამართლოს დარბაზი, კრეატიული ბიზნეს-ლაბის სტუდენტური სივრცე, უახლესი კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები იძლევა შესაძლებლობას სტუდენტმა ადგილზე მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება.
  • ჩვენთან ყველა აუდიტორია აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, რაც სწავლების უახლესი ფორმებით უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
  • ფაკულტეტი დაინტერესებულია მაღალი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პედაგოგებთან მუშაობით, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო – კვლევითი აქტივობის წარმოჩენა-წახალისებით, ლექტორთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობითა და აკადემიური პერსონალის მათივე მიღწევებზე დამყარებული დაწინაურებით.