მოხარული ვართ გაცნობოთ,რომ  უმაღლეს სასწავლებელ მილენიუმსა  და დასაქმების პლატფორმა ,,ჰიროსშორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია სტუდენტთა პროფესიული წინსვლისა და კარიერული განვითარების საკითხებში ერთობლივი აქტივობების დანერგვა და განხორციელება.

უმაღლესი სასწავლებელი  მილენიუმი და ,,ჰიროერთობლივ სასწავლო პროექტებს, სამუშაო შეხვედრებს,თემატურ სემინარებს, დისკუსიებსა და ტრენინგებს განახორციელებენ.

მემორანდუმის ფარგლებში, 21 აპრილს დასაქმების პლატფორმა ,,ჰიროსადა ტრენინგ ცენტრ ,,ერუდიოსხელმძღვანელმა თამარ მესხიძემ და აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ,,ლოიალტეს“ HR მენეჯერმა  თამარ ბენდელიანმა სტუდენტებს პირველი ტრენინგი ჩაუტარეს,სადაც მომხსენებლებმა ინტერაქციულად, დისკუსიის ფორმატში ისაუბრეს შემდეგ აქტუალურ საკითხებზე:

როგორ შევადგინოთ რელევანტური რეზიუმე;

გასაუბრების ტექნიკები და ეფექტური კომუნიკაცია დამსაქმებელთან;

დასაქმების შემდგომი ინტეგრაცია გუნდთან;

დასაქმების ბაზრის მიმოხილვა;

მომავლის პროფესიები.