საერთაშორისო თანამშრომლობისა და განათლების ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის გაძლიერების  მიზნით უმაღლესი სასწავლებელი მილენიუმის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა არასამთავრობო ორგანიზაცია „BITISI”-თან.

,,BITISI“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს საჭირო კომპეტენციების განვითარებასა და ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციაში ეხმარება. 

ამ მიმართულებით ,,BITISI” ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მოხალისეობრივ პროგრამებსა და  გაცვლით პროექტებში.
აღნიშნული საერთაშორისო აქტივობები ხორციელდება Erasmus + ისა და European Solidarity Corps-ის მხარდაჭერით.

მემორანდუმის მიზანია უმაღლესი სასწავლებელი მილენიუმის სტუდენტების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა და  გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა,რათა ხელი  შევუწყოთ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში სასწავლებლის ინტეგრაციის პროცესებსა და ცნობადობის ამაღლებას.