ძვირფასო სტუდენტებო!

მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით (https://eqe.ge/ka/decisions) ავტორიზაციის ვადა ეწურება 2022 წლის 01 აგვისტოს.

აღნიშნულ შემთხვევაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს რიგგარეშე მობილობას და გაძლევთ საშუალებას ისარგებლოთ მობილობით თქვენთვის სასურველ უმღლეს სასწავლებელში (უნივერსიტეტების ჩამონათვალს სადაც შეგიძლიათ მობილობით გადასვლა იხილავთ შემდეგ ბმულზე emis.ge).

ჩვენი უნივერსიტეტი, როგორც ყოველთვის ახლაც მზად არის სტუდენტთა ინტერესების დაცვიდან გამომდინარე ყველანაირად ხელი შეუწყოს მიმდინარე პროცესს და გონივრულ ვადებში მოგიმზადოთ და გადმოგცეთ მობილობისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

გამოცხადდით უნივერსიტეტში (ქ.თბილისი, ქსნის ქუჩა №35) რათა გადმოგცეთ თქვენთვის საჭირო დოკუმენტაცია.

გთხოვთ მოახდინოთ დროული რეაგირება და მიმართოთ იმ სასწავლო დაწესებულებას, სადაც გადაწყვეტთ მობილობით გადასვლას.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ იმყოფებით საქართველოში ჩვენს უსდ-ს უნდა მიმართოს თქვენი ნდობით აღჭურვილმა პირმა (მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მინდობილობა ნოტარიულად დამოწმებული) და გაუწევთ შესაბამის მომსახურებას.

 

რიგგარეშე მობილობით პროცედურებთან დაკავშირებით 2022 წლის 13 ივლისს 13 საათზე, გაიმართება შეხვედრა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში.

 

Zoom Meeting

https://us02web.zoom.us/j/5482178916?pwd=K2ZNSDliemZ1cmw4dTJ3QzB6V2tudz09

 

Meeting ID: 548 217 8916

Passcode: 123456