უმაღლესი სასწავლებელი მილენიუმის სტუდენტური თვითმმართველობა არის სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება ფაკულტეტიდან არჩეული სტუდენტებისგან.

სტუდენტური თვითმართველობა ხელს უწყობს სტუდენტთა კულტურული ცხოვრების განვითარებას და წარმოადგენს სტუდენტთა ინტერესებს ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში, ასევე ცენტრალურ სამსახურებთან შეთანხმებით ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს შემდეგ სფეროებში:
• განათლება
• კულტურა
• სპორტი

სტუდენტური თვითმმართველობა შედგება მართვის ორგანოებისა და დეპარტამენტებისგან:

ა) სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრება;

ბ) პრეზიდენტი;

გ) ვიცე-პრეზიდენტი;

დ) განათლების და მეცნიერების დეპარტამენტი;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ვ) სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი;

ზ) კულტურის დეპარტამენტი;

თ) სპორტის დეპარტამენტი.


 სტუდენტურ თვითმათველობაში გაწევრიანება შეუძლია უმაღლესი სასწავლებელი მილენიუმის ნებისმიერ სტუდენტს.