სტუდენტური სერვისების, კარიერული განვითარებისა და უწყვეტი განათლების სამსახური

სტუდენტური სერვისების, კარიერული განვითარებისა და უწყვეტი განათლების სამსახური ფუნქციაა დაეხმაროს სტუდენტს ზოგადი უნარების, თვითპრეზენტაციის, შრომით ბაზარზე პრაქტიკული და თეორიული ცოდნის განვითარებაში. აჩვენოს კარიერული განვითარების გზები, დასაქმების პერსპექტივები, სამუშაოს ძიების სპეციფიკაციები და ხელი შეუწყოს საკუთარი განათლების შემდგომი ეტაპების სწორად წარმართვაში.

სტუდენტური სერვისების, კარიერული განვითარებისა და უწყვეტი განათლების სამსახური მიზნებია:

·         სტუდენტების ხელშეწყობა დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში;
·         სტუდენტების ინფორმირება შრომის ბაზრის დინამიკასა და პერსპექტივებზე. მათთვის კონსულტაციების გაწევა შრომის ბაზრის მიმდინარე თუ სამომავლო მოთხოვნებთან დაკავშირებით;
·         რეგულარული ტრენინგების შეთავაზება სტუდენტებისთვის დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით;
·         სტუდენტების დახმარება პროფესიულ ორიენტაციასა და თვითგამორკვევაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში და საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვაში;
·         სტუდენტების დახმარება დამსაქმებლებთან ურთიერთობაში და ამ მიზნით, კონკრეტული თემატური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
·         სტუდენტებისთვის დახმარების გაწევა სწავლის, მუშაობის ან/და სტიპენდიების მოპოვების მიზნით სასწავლო  აპლიკაციების მომზადებაში, სამოტივაციო  წერილების შედგენაში, რეზიუმეს დახვეწაში;
·         დამსაქმებლებთან თანამშრომლობა სტუდენტებისთვის დასაქმების სხვადასხვა შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით (სტაჟირება და სხვა).