სკოლის მოსწავლეების საყურადღებოდ!

 

  საზოგადოების განვითარებაში კონტრიბუციის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ჩვენმა უმაღლესმა სასწავლებელმა განსაზღვრა საჯარო სკოლების დახმარება და სკოლის მოსწავლეების (მომავალი აბიტურიენტების) აღზრდა – განათლებაში, მათი შემოქმედებითი აქტივობის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა. დღეს არსებული გამოწვევების კვალდაკვალ და დისტანციური სწავლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სკოლის მოსწავლეებს ვთავაზობთ სხვადასხვა სახალისო ტესტებს, რომელთა შედგენაში ჩვენი სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ბავშვებო, ახალგაზრდებო! თქვენ შეგიძლიათ დახურულ ტესტზე მუშაობის დროს, გამოიყენოთ თქვენი მშობლების, ბებია-ბაბუების, მასწავლებლების დახმარება და მოძებნოთ სწორი პასუხები, ჩაბეჭდოთ ჩემ მიერ გამოგზავნილი შეკითხვების ქვეშ და გამოაგზავნოთ ქვემოთ მითითებულ ელექტ. მისამართზე.
ასეთ ტესტებს ხშირად გამოგიგზავნით, ვინც აქტიურად ჩაერთვება პროცესში და ყველაზე სწრაფი იქნება, დაჯილდოვდება ჩვენი სასწავლებლის მიერ – https://millennium.edu.ge.

წარმატებას გისურვებთ, ყოჩაღებო!
ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი გოჩა ოჩიგავა.

ტესტი-მილენიუმი

გთხოვთ აღნიშნული ფაილი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე. pragueinfo@yahoo.com