დღეს, როცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლების ინტერნაციონალიზაციას, საგანმანათლებლო სფეროში არსებული ახალი გამოწვევების დაძლევას, უმაღლესი სასწავლებელი მილენიუმი უფრო მეტად აღრმავებს საერთაშორისო თანამშრომლობას და ქმნის 21- ე საუკუნის სტუდენტზე ორიენტირებულ მიმზიდველ სასწავლო გარემოს. ჩვენი უმაღლესი სასწავლებელი არსებობის დიდი ხნის ისტორიას არ ითვლის, მაგრამ ამ პერიოდში, ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდმა მოახერხა მოეპოვებინა ევროპისა და აზიის სახელმწიფო უნივერსიტეტების, საგანმანათლებლო – სამეცნიერო ცენტრების მხარდაჭერა და სწავლისა და სწავლების სრულიად ახალი პლატფორმა შეექმნა. უცხოელ სტუდენტთა მოზიდვის მექანიზმებთან, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და  განათლების ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებით არაერთხელ ჩატარებული გამოკითხვებისა და კვლევების შედეგები დაგვეხმარა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში  ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის ცნობადობის ამაღლებაში, ასევე, უცხოელი სტუდენტებისა და კოლეგების მხრიდან ნდობის მოპოვებაში.

არც ერთი მემორანდუმი რომელიც, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობას ეხება, არ გულისხმობს მხოლოდ ურთიერთპატივისცემის გამოხატვას და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას.

უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთანამშრომლობის შესახებ ყველა მემორანდუმზე ხელმოწერისთანავე, მხარეებმა გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, რაც უდავოდ აისახა:

  • თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნაზე,
  • აკადემიური პერსონალის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე,
  • სტუდენტების ჩართულობაზე საერთაშორისო (მათ შორის, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში) პროექტებში,
  • ერთობლივ სამეცნიერო სტატიებზე,
  • უცხოელი კოლეგების მიერ ჩატარებულ საჯარო ლექციებზე, პრეზენტაციებზე,
  • უმაღლესი სასწავლებლის ეგიდით გამოცემული საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ერუდიტი“ სარედაქციო საბჭოს შემადგენლობაზე, რომელიც დაკომპლექტებულია უცხოელი კოლეგებით,
  • სასწავლო პროგრამების გარეშეფასების პროცესში პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის უშუალო ჩართულობაზე,
  • ჩვენი აკადემიური პერსონალის უცხოენოვანი სამეცნიერო გამოცემების სამეცნიერო-სარედაქციო საბჭოს წევრებად არჩევაზე,
  • საერთაშორისო კონფერენციებზე, ჩვენი აკადემიური პერსონალისათვის საქართველოში უცხოური ინსტიტუტების წარმომადგენლობის უფლების მინიჭებასა და სხვა.

დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმებით და ჩვენი უცხოელი პარტნიორებით, მათ შორის არიან:

 

  • პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენებისა და პროფესიული სწავლების ინსტიტუტი (ჩეხეთის რესპუბლიკა). Institute for Language and Preparatory Studies, Charles University;

 

  • დუსელდორფის განათლებისა და სამეცნიერო ინფორმაციის ინტერკულტურული ცენტრი – INTERCULTURAL TRANING COMPANY – IW e.V. (გერმანია), ცენტრთან თანამშრომლობით დამყარდა ურთიერთობა დუსელდორფის, ესენისა და კიოლნის უნივერსიტეტებთან;
  • ლა რიოხას უნივერსიტეტი (ესპანეთი) State University, located in Logrono, La Rioja, Spain;
  • ლონდონის სამართლის სკოლა (დიდი ბრიტანეთი) School of Law, UK;
  • ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი) University of LODZ.
  • მადრიდის დისტანციური უნივერსიტეტი – UDIMA (ესპანეთი) The Distance University of Madrid;

ასევე, კანადის, თურქეთის, უკრაინის, პოლონეთის, გაერთიანებული ემირატების სხვადასხვა უნივერსიტეტები და საგანმანათლებლო ცენტრები.

 

ჩვენ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით! ვეძებთ ახალ, ნაყოფიერ ურთიერთობებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ,  ვაღრმავებთ ძველს, თითოეული სტუდენტის საკეთილდღეოდ!

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური