მიმდინარე წლის 8-9 ივლისს, დიდი ბრიტანეთისა და ესტონეთის კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ჩატარდა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია „სოციალური მეცნიერებები – ახალი განზომილებები, მიდგომები და გამოწვევები”. სასწავლო უნივერსიტეტი მილენიუმი არის კონფერენციის თანაორგანიზატორი.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის ინტერნაციონალიზაციისა და კვლევების კოორდინატორმა ეკატერინე ლომიამ.