შპს უმაღლესი სასწავლებელი მილენიუმი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებით ახორციელებს საბაკალავრო პროგრამებს, რათა კრიტიკულად მოაზროვნე, კონკურენტუნარიანი და მოტივირებული კვალიფიციური სპეციალისტები მოამზადოს ცვალებადი ადგილობრივი და საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. დაწესებულება ხელი უწყობს უწყვეტი
განათლების უზრუნველყოფასა და ლიბერალური ღირებულებების სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

 მიზანი
შპს უმაღლესი სასწავლებელი მილენიუმი მიზანად ისახავს უზრუნველყოს საზოგადოება
კვალიფიციური და ფართო მსოფლმხედველობის კადრებით.

 ხედვა
შპს უმაღლესი სასწავლებელი მილენიუმი 2025 წლისათვის არის თანამედროვე ევროპული ტიპის აკადემიური სივრცე, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამებით უზრუნველყოფს განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობებს ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტებისთვის, აქტუალური კვლევებით/პროექტებით და მრავალფეროვანი სერვისებით ემსახურება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალის და სტუდენტების ინტეგრაციას გლობალურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. დანერგილია მართვის და ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური მექანიზმები; უზრუნველყოფილია ინსტიტუციის მდგრადობა
და ორგანიზაცია თანმიმდევრულად პასუხობს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

 ღირებულებები
• ადამიანური უფლებების, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა;
• საყოველთაოდ დეკლარირებული ეთიკის ნორმებისა და პრინციპების დაცვა;
• გარემოს დაცვა და რესურსების გონივრული გამოყენება;
• ცოდნის განხორციელებისა და გავრცელების ვალდებულება;
• საერთაშორისო საზოგადოებასთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება და
მათ მრავალკულტურული ღირებულებების მიმართ პატივისცემა;
• აუდიტორული განათლების კომბინაცია „რეალურ სამყაროს“ გამოცდილებასთან
პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებით;
• მჭიდრო ურთიერთობები სახელმწიფო და კერძო სექტორთან, არასამთავრობო
ორგანიზაციებთან.