შპს მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  №03/43

20 დეკემბერი, 2019

 

შპს  მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის

გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 34 – ე მუხლის პირველი   პუნქტის, 35-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, შპს – მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) დებულების მე-10 მუხლის 3.9 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური და  მოწვეული პერსონალის არჩევის/დანიშვნის წესის მე- 5 მუხლის 5.1 ქვეპუნქტის  თანახმად

ვბრძანებ:

  1. 2019 წლის 20 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით გამოცხადდეს კონკურსი უნივერსიტეტში პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე:
  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა:

         ა. პროფესორი  -1 საშტატო ერთეული ;

         ბ. ასოცირებული პროფესორი  – 1 საშტატო ერთეული;

  1. უნივერსიტეტის პროფესორად     შეიძლება  არჩეულ  იქნეს  6 (ექვსი) წლის ვადით დოქტორის      ან    მასთან    გათანაბრებული      აკადემიური      ხარისხის    მქონე    პირი, რომელსაც    აქვს    სამეცნიერო-პედაგოგიური       მუშაობის       არანაკლებ       6       წლის გამოცდილება        და      რომელიც      აკმაყოფილებს    უნივერსიტეტის  მიერ  დადგენილ დამატებით საკონკურსო პირობებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად   შეიძლება    არჩეულ იქნეს   6 (ექვსი) წლის ვადით   დოქტორის ან მასთან    გათანაბრებული   აკადემიური    ხარისხის   მქონე პირი. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა   არანაკლებ 3   (სამი)   წლის   სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  3. აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატმა სასწავლო უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში უნდა წარმოადგინოს:

       ა. განცხადება;

       ბ. უნივერსიტეტის ვებგვერდზე ელექტრონულად განთავსებული რეზიუმეს შევსებული   ფორმა ან CV (ავტობიოგრაფია);

        გ. პირადობის მოწმობის ასლი;

        დ. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;

        ე. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, დოქტორანტის შემთხვევაში – დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა;

         ვ. 2 (ორი) ფოტოსურათი მატერიალური სახით.

        ზ. ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის შემთხვევაში სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენა სავალდებულო არ არის);

        თ. პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო, ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში ან სათანადო წესით გაცემული ცნობა).

  1. აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით, ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პულიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია;
  2. კონკურსში მონაწილეობის მსურველი, რომლის შეფასებაც უნდა მოხდეს პროფესიული ნიშნით, საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

         ა. განცხადება;

         ბ. უნივერსიტეტის ვებგვერდზე ელექტრონულად განთავსებული რეზიუმეს შევსებული ფორმა ან CV (ავტობიოგრაფია);

          გ. პირადობის მოწმობის ასლი;

დ. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;

          ე. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, დოქტორანტის შემთხვევაში – დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა;

           ვ. 2 (ორი) ფოტოსურათი მატერიალური სახით;

          ზ. პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

          თ. სპეციალური მომზადების ან/და გამოქვეყნებული პულიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები.

  1. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შერჩევა მოხდეს სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ განაცხადების გადარჩევის საფუძველზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კონკურსანტს ევალება საცდელი ლექციის ჩატარება.
  2. კანდიდატების მიერ განაცხადის წარდგენის ვადა განისაზღვრება 2020 წლის 21 იანვრიდან – 24 იანვრის ჩათვლით. გასაუბრების ჩატარების ვადად განისაზღვროს 2020 წლის 29-30 იანვარი. შედეგები გამოქვეყნდეს 2020 წლის 31 იანვარს.
  3. კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად : 1) განცხადების გადარჩევა; 2) გასაუბრება.
  4. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა №
  5. დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.edu.ge  კონკურსის გამოცხადების უზრუნველყოფა.
  6. დაევალოს საქმისწარმოების სამსახურს ამ ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა და ამ ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.edu.ge) განთავსება.
  7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით.

რექტორი

მარიამ მესხიშვილი-ეფაძე                                                    

 

 

 

 

შპს მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 03/04

31 იანვარი, 2020

 

შპს  მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური

პერსონალის დანიშვნის  შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 34 – ე მუხლის პირველი  პუნქტის, 35-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, შპს  მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში უნივერსიტეტი) აკადემიური და მოწვეული პერსონალის არჩევის/დანიშვნის წესის მე – 10 მუხლის 6-ე ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის  დებულების მე-10 მუხლის 3.9 პუნქტის შესაბამისად

ვბრძანებ:

  1. უნივერსიტეტში პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად დაინიშნონ:

 

  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე:

         ა. პროფესორი  – სოფიკო ძნელაძე;

         ბ. ასოცირებული პროფესორი – ივანე მჭედელაძე;

  1. დაევალოს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა.
  2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 1 (ერთი) თვის ვადაში.

 

 

 

რექტორი

მარიამ მესხიშვილი-ეფაძე